ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მუნიციპალიტეტების ინდექსის შედგენაზე. ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს თუ რამდენად კომფორტულია საცხოვრებლად მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის, ხელსაყრელია მეწარმეობისთვის და ეფექტიანია თავად თვითმმართველობა.

შედეგად, კვლევა ადგენს მუნიციპალიტეტების რეიტინგს და ამოცანად ისახავს თვითმმართველობებს შორის კორდინაციას; მომსახურებისა და მუშაობის გამჭვირვალეობის გაუმჯობესებისთვის სამოტივაციო მხარდაჭერას.

ინდექსის Facebook გვერდზე ყოველდღიურად დაიდება პოსტი კვლევის შედეგების შესახებ. შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ თუ რა მონაცემებია მუნიციპალიტეტების მიხედვით:
https://www.facebook.com/municipalities.ge/?locale=vi_VN