ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2026: საქართველო, რეგიონი და დინამიკა
ახალი ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ გამოაქვეყნა Fraser Institute-ის Economic Freedom of the World 2026 ანგარიშის ვრცელი მიმოხილვა.
2024 წლის მონაცემებით საქართველო 7.76 ქულით 165 იურისდიქციას შორის #26 ადგილზეა და კვლავ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია (1-41 ადგილი).
მთავარი აქცენტები:
- დინამიკა: პიკური შედეგი 2018 წელს იყო (7.85 ქულა). 2012-2024 წლებში პროგრესი პრაქტიკულად შეჩერდა: 2004-2012-ში ქულა 9.23%-ით გაიზარდა და ქვეყანამ 28 ადგილი მოიგო, 2012-2024-ში ზრდა მხოლოდ 0.91% იყო და ადგილი არ გაუმჯობესებულა. 2023-დან 2024-მდე ქვეყანა #21-დან #26-მდე ჩამოვიდა.
- ძლიერი სფეროები: საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება – 8.82 ქულა, #22; რეგულირება – 7.51 ქულა, #19; მყარი ფული – 9.08 ქულა, #48.
- სუსტი სფერო: სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები – 6.08 ქულა, #51 – ეს არის მთავარი მიმართულება, სადაც გაუმჯობესება ყველაზე დიდ ეფექტს მოიტანს.
- რეგიონი: საქართველო კვლავ ლიდერია რეგიონში, მაგრამ სხვაობა მცირდება – სომხეთი სწრაფად უახლოვდება, ხოლო რუმინეთი და ბულგარეთი ახლოს არიან.
ავტორი: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო, Fraser Institute-ის ქსელის პარტნიორი 2004 წლიდან.
სრული ანალიზი, გრაფიკები და რეფორმების შესაძლებლობები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.