📣 აღმოაჩინე „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის“! 🇬🇪🚀

მიმართვა ყველა მომავალ რეფორმატორს! 📢
თუ ხართ მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12-ე კლასელი და ეძებთ შანსს, გავლენა მოახდინოთ საქართველოს მომავალზე? 🇬🇪 გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ეკონომიკა? 📈 რატომ არის მნიშვნელოვანი სამეწარმეო თავისუფლება 💼 და დაცული საკუთრების უფლებები? 🏡 გაინტერესებთ, რა გავლენა აქვს სამართლებრივ მიუკერძოებლობას? ⚖️ როგორ უწყობს ხელს პოლიტიკური თავისუფლება 🕊️ საზოგადოების კეთილდღეობას, ან როგორ დავიცვათ გარემო? 🌳 თუ ამასთან ერთად, გაინტერესებთ განათლების სისტემის გაუმჯობესება 📚, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა 🏥 თუ ინოვაციების წახალისება ✨, რათა შეიქმნას დიდებული, ძლიერი, სამართლიანი და აყვავებული ქვეყანა, მაშინ ეს თქვენთვისაა!

📣 ჩვენ ვიწყებთ უნიკალურ პროექტს: „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის“! 🇬🇪🚀
საქართველოს წინსვლა მოითხოვს თქვენს ჩართულობას – შემოგვიერთდით და ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი! 💪

რა გელოდება? 🤔
📣 „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის” 🇬🇪🚀 ეს არის 3-დღიანი ინტენსიური ფორუმი, სადაც 150-ზე მეტ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12-ე კლასელ მოსწავლეს გეძლევათ შანსი, ჩაუღრმავდეთ ეკონომიკურ კვლევებს, მიიღოთ მონაწილეობა დებატებში და შეიმუშავოთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ თავისუფლებას გააუმჯობესებს.💡

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 🌟
📣 ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ ნათლად აჩვენებს, რომ რაც უფრო თავისუფალია ეკონომიკა, მით მეტია სარგებელი საზოგადოებისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ ეკონომიკური თავისუფლება არის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ ყოვლისმომცველი განვითარებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედი.
ეკონომიკური თავისუფლების ძირითადი უპირატესობები:
იზრდება მოსახლეობის შემოსავლები და ზოგადი კეთილდღეობა. 💰 თავისუფალი ეკონომიკა ქმნის მეტ შესაძლებლობას სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლების გაზრდისთვის.
მცირდება სიღარიბე და კორუფცია. 📉 ეკონომიკური თავისუფლება ამცირებს სახელმწიფო ჩარევას და ბიუროკრატიას, რაც ხელს უშლის კორუფციას და ქმნის თანაბარ პირობებს.
დაცულია გარემო. 🌳 თავისუფალ ეკონომიკაში, სადაც საკუთრების უფლებები დაცულია, კომპანიებს მეტი სტიმული აქვთ, იზრუნონ გარემოზე და გამოიყენონ მდგრადი პრაქტიკა.
დაცულია პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. 🕊️ ეკონომიკური თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ თავისუფლებასთან, რადგან ადამიანები უფრო აქტიურად ითხოვენ უფლებების დაცვას.
გაზრდილია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ⏳ უკეთესი ეკონომიკური პირობები იწვევს ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხის ზრდას.
წახალისებულია სამეწარმეო აქტივობა. 👩‍💼 თავისუფალი ბაზარი ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი ბიზნესების შექმნას და სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებას.
მზარდია ადამიანების კმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით. 😊 როდესაც ადამიანებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, აკონტროლონ საკუთარი ცხოვრება, იზრდება მათი კმაყოფილება.
ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას. 🧠 თავისუფალ ეკონომიკაში იზრდება ინვესტიციები განათლებაში, ტრენინგებსა და უნარების გაუმჯობესებაში, რაც მაღალკვალიფიციური მუშახელის შექმნას უწყობს ხელს.
ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა ნათელი გზავნილია პოლიტიკის შემქმნელებისთვის: ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური მიზანი, არამედ ფართო სოციალური და ჰუმანური განვითარების აუცილებელი პირობა.
ამრიგად, ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკური თავისუფლება დაგვეხმარება საქართველო დიდებულ, სამაგალითო ქვეყნად ვაქციოთ! 📈 ეს ნიშნავს ეკონომიკურად ძლიერ, სამართლებრივად გამართულ და პოლიტიკურად დაცულ სახელმწიფოს, სადაც მაღალია კეთილდღეობის დონე, იზრდება მოსახლეობის შემოსავლები და სრულად არის დაცული სამოქალაქო უფლებები.
📈 ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური თავისუფლება არის საქართველოს განვითარების გასაღები. ის შექმნის შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქისთვის, წაახალისებს ინოვაციებს და უზრუნველყოფს სტაბილურ, აყვავებულ მომავალს.
ჩვენ გვინდა, რომ შენც გახდე ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების ნაწილი და დაგვეხმარო საქართველოს უფრო ძლიერ და თავისუფალ ქვეყნად ქცევაში. 💪
უფრო ვრცლად ამ კვლევის შესახებ

რა უნდა გააკეთო? 👇

📣 თქვენ გადანაწილდებით 7 თემატურ კომიტეტად, რომლებიც ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევის 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • მთავრობის ზომა; 🏛️
  • სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები; ⚖️
  •  მყარი ფული; 💰
  • საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; 🌍
  • საკრედიტო ბაზრის რეგულირება; 💳
  • შრომის ბაზრის რეგულირება; 👷
  • ბიზნეს საქმიანობის რეგულირება. ⚙️


უფრო ვრცლად ამ კომპონენეტების შესახებ: კომპონენეტები


თითოეულ კომიტეტში გექნებათ საშუალება:

  1. ჩაატაროთ სიღრმისეული კვლევა. 📊
  2. შეიმუშაოთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. 📜
  3. მონაწილეობა მიიღოთ დებატებში. 🗣️

საუკეთესო ნაწილი? თქვენ იმუშავებთ გამოცდილ ექსპერტებთან და ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნირი მკვლევარებთან ერთად! 🤩

უფრო ვრცლად კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ: მეთოდოლოგია

პროექტის განხორციელების ეტაპები 🗓️
📣 პროექტი განხორციელდება სამ ფაზად:
ფაზა 1: მოსამზადებელი ეტაპი (აგვისტო - სექტემბერი 2025). მოსწავლეთა საორგანიზაციო გუნდის დაკომპლექტება, მასალების მომზადება, მონაწილეების შერჩევა.
ფაზა 2: საინფორმაციო ეტაპი (სექტემბერი=ოქტომბერი 2025). ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ეკონომიკის თავისუფლების იდეისა და შესაბამისი კვლევების შესახებ.
ფაზა 3: ფორუმის განხორციელება (10-12 ოქტომბერი, 2025). 3 დღე სავსე ცოდნით, დისკუსიებით და ინოვაციური იდეებით! შედეგების შეჯამება, ანგარიშის გამოქვეყნება და წარმატებული პროექტების დაჯილდოება.

რას მოგიტანს ეს პროექტი? ✨
📣პროექტში მონაწილეობით:
გაიღრმავებ ცოდნას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. 📚
გაიუმჯობესებ კვლევის, ანალიზის, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისა და დებატების უნარებს. 🚀
წარმოადგენ კონკრეტულ წინადადებებს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ✅
ჩამოგიყალიბდება აქტიური სამოქალაქო პოზიცია. 💡
დაამყარებ კავშირებს ექსპერტებთან და სხვა ახალგაზრდებთან. 🤝


ეს არის შენი შანსი, გახდე მომავალი თაობის ლიდერი, რომელსაც შეუძლია კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში! არ გამოტოვო ეს უნიკალური შესაძლებლობა! იყავი ცვლილების ნაწილი! დააკვირდი ჩვენს გვერდს განაცხადის ფორმებისა და დეტალური ინფორმაციისთვის! 🔜
სად ჩატარდება?


ფორუმი 10 და 11 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოს უნივეერისტეტში (მერაბ კოსტავას გამზირი #77ა, თბილისი, სააკაძის მოედნის სიახლოვეს), ხოლო დასკვნითი ნაწილი, 12 ოქტომბერს - თბს ბანკის საკონფერენციო სივრცეში (მარჯანიშვილის ქუჩის #7, მეტრო მარჯანიშვილის სიახლოვეს).
მონაწილეობის საფასური და რა შედის მასში? 💸


ფორუმში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი.

ამ თანხაში შედის:
კვება: სამი დღის განმავლობაში ფორუმის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნებით მსუბუქი სადილით, წყლით, გაზიანი სასმელებით და ჩაი/ყავის შესვენებებით. 🍔☕
ყველა საჭირო მასალა: კვლევისა და პროექტის შემუშავებისთვის აუცილებელი სასწავლო მასალები, ბლოკნოტები და საწერი საშუალებები. 📝
ექსპერტებთან და თანატოლებთან კონტაქტები: უნიკალური შესაძლებლობა, დაამყაროთ კავშირები დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორ მკვლევარებთან და სხვა მოტივირებულ ახალგაზრდებთან მთელი საქართველოდან. 🤝


სერტიფიკატი: ფორუმში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 🏅

გახდი ცვლილების შემოქმედი „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმში“! ✨
ნუ დაკარგავ უნიკალურ შანსს, წარმოადგინო შენი იდეები და შეცვალო ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ! 🚀
შეუერთდი რეფორმატორებს, რომელთა შორის ბევრ თანამოაზრეს იპოვი. 🤝
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარე!


25 აგვისტომდე სტაჟიორ/ორგანიზატორის განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა ან
25 სექტემბრამდე შეავსე მონაწილის განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა

📣საფასურის გადახდას შეძლებ განაცხადს დამტკიცებიდან მომდევნო 3 დღის ვადაში. 🚀

პროექტი „ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი: ეკონომიკური თავისუფლება დიდებული საქართველოსთვის“!
ორგანიზატორები:
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო 🏫New Economic School - Georgia / ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო | Tbilisi
სასკოლო კლუბების ასოციაცია 👨‍🏫 სასკოლო კლუბების ასოციაცია/School Clubs Associacion
პარტნიორები:
საქართველოს უნივერსიტეტი 🎓 საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia
პიქსელ აკადემია 🎨Pixel Academy • პიქსელ აკადემია

#თავისუფალიეკონომიკა #დიდებულისაქართველო #ახალგაზრდულიინიციატივები #ეკონომიკურითავისუფლება #FraserInstitute #მომავალილიდერები #საქართველო 🇬🇪🚀📈 #ახალგაზრდობა #განათლება #ფორუმი #ეკონომიკა #რეფორმა #საქართველოსმომავალი #სტუდენტები #ლიდერები #ინიციატივა #კვლევა #დეფატი #პროექტი #ახალიშესაძლებლობები #ახალგაზრდულიპროექტი #ეკონომიკურიგანვითარება #ახალიეკონომიკურისკოლა #NewEconomicSchoolGeorgia #სასკოლოკლუბებისასოციაცია #სკა #SCA #საქართველოსუნივერსიტეტი #UniversityofGeorgia #პიქსელაკადემია #PixelAcademy

 

ვინ უნდა დაადგინოს სახელმწიფო საზღვრების კვეთის წესები?
შემოგვიერთდით სახელწმიფო საზღვრების კვეთის და საერთაშორისო საიმიგრაციო პოლიტიკის სირთულეების შესახებ საჭირბოროტო საკითხის განხილვაზე!

 

საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ეკონომიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს! 🇬🇪🥉

საქართველოს უნივერსიტეტის, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს და სასკოლო კლუბების ასოციაციის სახელით დიდი სიამაყით გაცნობებთ, რომ 2025 წლის საერთაშორისო ეკონომიკური ოლიმპიადა (IEO – სეო), რომელიც ბაქოში, აზერბაიჯანში ჩატარდა , ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა! 🌍✨

85 ქვეყნის 258 მონაწილეს შორის, ჩვენმა გამორჩეულმა ახალგაზრდებმა —
📚 დემეტრე არდოტელმა, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ 👨‍🎓 და
📚 მირიან პაიკიძემ, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ 👨‍🎓 —
ინდივიდუალურ კატეგორიაში 🥉 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!

👏 ვულოცავთ ამ ბრწყინვალე წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ! 🌟

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 41-ე ადგილი დაიკავა —
ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგია სადებიუტო გამოსვლისთვის! 🚀🇬🇪 ეს მხოლოდ დასაწყისია!

✨ განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის გუნდის წევრს, საბა ვაჩეიშვილს, შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის XI კლასის მოსწავლეს 👨‍💼 — საერთაშორისო ეკონომიკური ოლიმპიადის (IEO – სეო) საქართველოს ტურის ერთ-ერთ გამარჯვებულს და იმ მოტივირებულ ახალგაზრდას, ვისი ინიციატივითაც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში.
🌟 დარწმუნებულები ვართ, რომ მას, როგორც მიზანმიმართულ და საქმეზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, წინ კიდევ მრავალი წარმატება ელის!
💬 ამავე ინიციატივის წამოწყებისთვის მადლობას ვუხდით და ვულოცავთ მის თანამოაზრეებსაც — საბა ბაკურაძეს და პეტრე ლაბარტყვას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩართვაში საერთაშორისო ეკონომიკურ ოლიმპიადაში.

🎉 ვულოცავთ საქართველოს გუნდის სხვა წევრებსაც:
👩‍🎓 თეკლე თუთბერიძეს — შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის XI კლასის მოსწავლეს
👩‍🎓 ანა ტაბაღუას — შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის XI კლასის მოსწავლეს
მათ ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა და ვამაყობთ ამით! 🇬🇪🙌

🏆 ეს მიღწევა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:

🙏 განსაკუთრებული მადლობა
საქართველოს უნივერსიტეტს, ახალ ეკონომიკურ სკოლა – საქართველოს და სასკოლო კლუბების ასოციაციას,
რომლებმაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის შესარჩევი კონკურსი და გვერდში ედგნენ ჩვენს გამარჯვებულებს საერთაშორისო ასპარეზზე. 📚🌍
თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია!

🎓 გულითადად ვულოცავთ იმ სკოლებსაც, რომლებმაც აღზარდეს ჩვენი მედალოსნები და გუნდის სხვა ღირსეული წევრები:
📘 სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
📘 სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
📘 შპს ბრიტანულ-ქართული აკადემია
თქვენი პედაგოგების შრომა და სკოლების მხარდაჭერა იყო ამ წარმატების მყარ საფუძვლად. მადლობა განათლებაზე ზრუნვისა და ახალგაზრდების შთაგონებისთვის! 🏫👏🇬🇪

💼 დიდი მადლობა ბატონ ჯონი მწარიაშვილს —
საქართველოს უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევების განვითარების სამსახურის უფროსს,
რომელმაც არა მხოლოდ უზრუნველყო ქვეყნის ოფიციალური მონაწილეობა ოლიმპიადაში, არამედ მთელი გუნდის გვერდით იდგა როგორც მენეჯერი, მრჩეველი და გულწრფელი მხარდამჭერი.
მისი ძალისხმევა და ადამიანური დამოკიდებულება გადამწყვეტი იყო ჩვენი მონაწილეების წარმატებისთვის. 🧭🇬🇪

🎓 უღრმესი მადლობა პროფესორ აკაკი ცომაიას —
ახალი ეკონომიკური სკოლის თანადამფუძნებელს, საქართველოს უნივერსიტეტისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორს,
მედია-ექსპერტს და ეკონომიკური ლიტერატურის ავტორს.
მისმა პროფესიონალიზმმა ჩვენს ახალგაზრდებს მისცა საშუალება, გაევლოთ მაღალი დონის წინასაოლიმპიადო ტრენინგები. 📘📈

📅 2026 წლის საერთაშორისო ეკონომიკური ოლიმპიადისთვის (IEO – სეო) მზადება უკვე დაწყებულია! 🚀
გვსურს, მომდევნო შესარჩევი ეტაპი კიდევ უფრო მასშტაბური იყოს და მეტ ნიჭიერ მოსწავლეს მიეცეს მონაწილეობის შანსი. 🏫 მოსაწავლეებისგან ველით მიზანმიმართულ სწავლას, დიდ შრომას და არაერთ საერთაშორისო გამარჯვებას! 📚

დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ მრავალჯერ ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე! 🌟🌍

ჰეშთეგები:
#IEO2025 #EconomicsOlympiad #TeamGeorgia #BronzeMedalists #GeorgianYouth #FutureEconomists #GlobalTalents
#GeorgianPride #აესკო #ახალიეკონომიკურისკოლა #ახალგაზრდაეკონომისტები #წარმატება #განათლება #საქართველო
#ეკონომიკურიოლიმპიადა #საერთაშორისოწარმატება #ბაქო #მედალოსნები #GeorgianTalents #InspiringYouth
#მომავლისეკონომისტები #WeAreProud #უნივერსიტეტი #ახალისკოლა #სასკოლოკლუბები #OlympiadSuccess 🇬🇪🥇📈

დღეს, 18 ივნისს გაიმართა შეხვედრა პრაქტიკული პოლიტიკის ტრენინგის პირველ ჯგუფთან. 🕛🕓 

დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საშუალო სკოლების დირექტორებთან.

პოლიტიკური იდეოლოგიებით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

🔰 აქტიური დასვენების მოყვარული მოსწავლეებისთვის!

დღეს, ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ უმასპინძლა 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის 75-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებს. 

მოქმედი და მომავალი მასწავლებლების, ასევე ტრენერობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

17 მაისს, ქალაქ ყვარელში ახალი ეკონომიკური სკოლისა და ყვარლის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობით ადგილობრივი მოსწავლეებისთვის გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განხილვა და შესაბამისი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.